გაიდაი: სევეროდონეცკში მდებარე ქარხანა აზოტიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამჟამად შეუძლებელია

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში მდებარე ქარხანა აზოტიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ამჟამად შეუძლებელია. ამის შესახებ გაიდაი სოციალურ ქსელებში წერს.

გაიდაის ცნობით, ქარხანა აზოტის ტერიტორიას 568 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს, მათ შორის 38 ბავშვი. მისი თქმით, ევაკუაციის დროს საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში მათი “99% დაიღუპება”.

“მათი გამოყვანა მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი”. – წერს გაიდაი.

პარალელურად გაიდაი აღნიშნავს, რომ სევეროდონეცკი ალყაში მოქცეული არ არის, ქალაქთან კომუნიკაცია ხერხდება და სხვა უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მიმოსვლა შესაძლებელია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ყველა პარამეტრით როდესაც უსწრებ უკრაინას, მოლდოვას, განსხვავებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური გამართლება სჭირდება, ერთი გამართლება არის ომი, მეორე იყო გეოგრაფია, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით
შემდეგი სტატიაიუკნევიჩიენე: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მთავრობის გამო ვეღარ ლიდერობს