გაერთიანებული ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

გაერთიანებული ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. არჩევნები მთაწმინდის და კრწანისის ოლქებში ჩატარდება. გარდა ამისა კენჭისყრა გაიმართება რამდენიმე რეგიონშიც სადაც უნდა მოხდეს თვით მართველი ქალაქების მერების არჩევა.

კონკრეტულ კანდიდატებზე გაერთიანებული ოპოზიცია ამ დროისთვის არაა ჩამოყალიბებული.

„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ თუ როგორ შეიძლება შეებრძოლო იმ სისტემას, რომელიც არის, გამოვავლინოთ ის მანკიერებები, რაც საარჩევნო კოდექსს აქვს და ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები რა თქმა უნდა თუ შევთანხმდებით გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ სტრატეგიულ კონკრეტულ მოქმედებებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ყველა ფრონტზე სადაც არის ქართული ოცნება დამარცხებულები იყვნენ ისინი,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ნიკა მაჭუტაძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში არჩევნების გამჭირვალობასა და სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მის ხელთ არსებული ყველა სივრცე უნდა იქნას გამოყენებული.

„ყველა დემოკრატიული სივრცე უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ უფრო მეტ წერტილებში და მეტ ოლქებში იყოს პრობლემა ხელისუფლებისთვის, რომელიც ყოველ დღე აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ და სამოქალაქო ყოფას,“-განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ ე.წ.ღორის გრიპით 82 წლის ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა არ გამორიცხავს, რომ რეკერაციული ზონების დასაცავად პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივა შევიდეს