კახა კუჭავა არ გამორიცხავს, რომ რეკერაციული ზონების დასაცავად პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივა შევიდეს

ვაკის პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არათუ მაღალსართულიანი, არამედ საერთოდ არანაირი მშენებლობა არ უნდა იქნას დაშვებული,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კახა კუჭავა არ გამორიცხავს, რომ რეკრეაციული ზონების დასაცავად პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს.

„არ ვიცი, საბოლოოდ მერია რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა შევიდეს პარლამენტში, რომ დავიცვათ აღნიშნული ტერიტორია და სხვა რეკრეაციული ზონები, რომლებიც ისედაც ცოტაა თბილისში. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი დაცვა მშენებლობისგან”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან მოლაპრაკებას ცდილობს. ალტერნატივის სახით მერია ინვესტორს ადგილზე ძველი რესტორნის აღდგენას ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს. სასტუმროს მფლობელთან დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიაიტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს