რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ ე.წ.ღორის გრიპით 82 წლის ქალი გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით 82 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც ჟურნალისტებს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, 82 წლის ქალი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.

პაციენტი გუშინვე გარდაიცვალა.

„ჯერ-ჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, გახდა თუ არა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი H1N1. ის ჩვენს კლინიკაში გუშინ უმძიმეს მდგომარეობაში შემოვიდა”, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება” – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს