გაერთიანებული ოპოზიცია კვირას რუსთაველზე საპროტესტო აქციას გამართავს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ კვირას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ხელისუფლებამ გაიგოს საზოგადოების ხმა. ვაშაძის შეფასებით, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და გუშინ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა.

როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვილისას აღნიშნა, კვირას დაგეგმილი აქცია მშვიდობიანი იქნება. მისი თქმით, ის არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმაციას და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე – რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანონ პრეზიდენტის სასახლეში, ის პრეზიდენტი არ იქნება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ახლა არის მცდელობა, რომ ჩვენს რიგებში დავიწყოთ დამნაშავის ძებნა, მაგრამ დამნაშავე არის საქართველოს მტერი