მიხეილ სააკაშვილი – ახლა არის მცდელობა, რომ ჩვენს რიგებში დავიწყოთ დამნაშავის ძებნა, მაგრამ დამნაშავე არის საქართველოს მტერი

ფილარმონიაში შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ვიდეოზარის საშუალებით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და მადლობა გადაუხადა. მან მადლობა გადაუხადა გრიგოლ ვაშაძესაც და მას სახალხო პრეზიდენტი უწოდა.

“ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენი ხალხი დავადანაშაულოთ. არა ხალხო! ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა! ხელისუფლებამ ეს გააყალბა. დამნაშავე არის ბინძური ბიძინა ივანიშვილი. ახლა არის მცდელობა, რომ ჩვენს რიგებში დავიწყოთ დამნაშავის ძებნა. მაგრამ დამნაშავე არის საქართველოს მტერი”, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა. მის ვიდეო ჩართვას ოვაციები მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია კვირას რუსთაველზე საპროტესტო აქციას გამართავს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა