გრიგოლ ვაშაძე – რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანონ პრეზიდენტის სასახლეში, ის პრეზიდენტი არ იქნება

ჩვენ ამ არჩევნების არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ – საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, – ამ განცხადებით ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებს გაერთიანებეული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიმართა.

ვაშაძის შეფასებით, “რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანონ პრეზიდენტის სასახლეში, ის პრეზიდენტი არ იქნება და ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს“.

“ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძემ მადლობა გადაუხადა შტაბებს, ყველა მხარდამჭერს, ემიგრანტებს, შეიარაღებულ ძალებს

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიცია კვირას რუსთაველზე საპროტესტო აქციას გამართავს