გაერო უკრაინაში შესაძლო ქიმიურ კატასტროფაზე გაფრთხილებას აკეთებს

აღმოსავლეთ უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში ქიმიკატების გაჟონვის რისკი ძალიან დიდია, რაც, თავის მხრივ, გარემოზე და მოსახლეობაზე კატასტროფულ ზემოქმედებას იქონიებს – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა სპეციალურმა მომხსენებელმა ბასკუტ ტუნჟაკმა განაცხადა – საერთაშორისო ორგანიზაციის პრეს-რელიზშია ნათქვამი.
მისი თქმით, დონბასში უმსხვილესი ქიმიური და სამრეწველო ქარხნებია, რომლის ახლოსაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.
ტუნჟაკის თქმით, 24 თებერვალს ცეცხლი გაუხსნეს შენობას, სადაც 7 ტონა ქლორი ინახებოდა. გაზის კონტეინერები არ დაშავებულა, მაგრამ თუნდაც ერთი მათგანის დაზიანებას ყველაფრის განადგურება შეეძლო 200 მეტრის რადიუსში, დაახლოებით 8 კილომეტრის რადიუსში კი დღე-ღამის მანძილზე მოსახლეობის ევაკუაცია გახდებოდა საჭირო.

banner
წინა სტატიაში„პრემიერ-მინისტრის წერილი მედიაგარემოს ობიექტურ შეფასებას მოიცავს“ – დავით ნარმანია
შემდეგი სტატიამენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით, ბათუმში ოთხი წლის მოზარდი გარდაიცვალა