მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით, ბათუმში ოთხი წლის მოზარდი გარდაიცვალა

ბათუმში, ოთხი წლის მოზარდი, რომელიც მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით თბილისში იყო გადაყვანილი, დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, ბავშვს ბათუმში, დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში მიყვანის დროს, სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

ბავშვის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ, რადგან მათი თქმით, პაციენტი ანალიზების აღების შემდეგ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სახლში გაწერეს.

მოზარდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში ცხოვრობდა. ბათუმში იგი ნათესავის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიგაერო უკრაინაში შესაძლო ქიმიურ კატასტროფაზე გაფრთხილებას აკეთებს
შემდეგი სტატიააქცია-კონცერტი “რუსთავი2”-ის მხარდასაჭერად-რუსთაველზე მოქალაქეები იკრიბებიან