გაერო-ს გენერალური მდივანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას ეხმიანება. როგორც გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გენერალური მდივანი „უკიდურესად არის შეშფოთებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საკონტაქტო ხაზთან საომარი მოქმედებების განახლების გამო“.

გუტერეში გმობს ძალის გამოყენებას და წუხილს გამოთქვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკავშირებით.

გაერო-ს გენერალური მდივანი მტკიცედ მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა, განმუხტონ დაძაბულობა და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. ანტონიო გუტერეში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების მიერ შესრულებული როლის მიმართ და მხარეებს მათთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა სასწრაფოდ აღდგეს დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

banner
წინა სტატიაშისომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება
შემდეგი სტატიასაქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა