გაერო რუსეთისგან ციხეებში პატიმრების წამების შეწყვეტას მოითხოვს

გაერომ რუსეთს მოუწოდა პატიმრების წამება შეწყვიტოს და დამნაშავე პირები დასაჯოს. საუბარია კოლონიის თანამშრომლებზე, რომლებიც პატიმრებს მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ცემენ – ნათქვამია გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის განცხადებაში, რომელიც ჟენევაში გამოქვეყნდა.

რუსეთს დაევალა ერთ წელიწადში მოხსენება გააკეთოს იმის შესახებ, თუ როგორ დასაჯა ციხის ზედამხედველები. ასევე, გაერო მოითხოვს ზომები გატარდეს კოლონიის ხელმძღვანელის მიმართაც, რომელიც ცდილობდა ვიდეოკადრები არ გასაჯაროვებულიყო.
პატიმრების წამებისა და ცემის ფაქტები დაფიქსირებულია რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის იაროსლავლში, ბრიანსკსა და კალინინგრადში. გარდა ამისა, დაფიქსირებულია პატიმრების გარდაცვალების ფაქტებიც.

banner
წინა სტატიაშიაბაშის სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო
შემდეგი სტატიაკიევში Uber-ის მძღოლმა მგზავრი ცემა