კიევში Uber-ის მძღოლმა მგზავრი ცემა

კიევში Uber-ის მძღოლმა მგზავრი ცემა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ დიმიტრი შიმკივმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. “დღეს ჩემი მეგობრის ცოლი Uber-ის მძღოლმა ცემა. საქმეს პოლიცია იძიებს. ფრთხილად იყავით. თავს გაუფრთხილდით! და თუკი თქვენს გვერდით ადამიანს ცემენ, არ დადგეთ უმოქმედოდ!” დაწერა შიმკივმა. “შეშფოთებულები ვარ თქვენი შეტყობინებით. გთხოვთ, მოგვმართეთ პირადად და მგზავრობის თარიღი მიუთითეთ, რომ ჩვენ აუცილებელი ზომების მიღება შევძლოთ” – დაწერეს ტაქსის კომპანიის წარმომადგენლებმა პოსტის კომენტარში.
ინციდენტი 10 აგვისტოს კიევის დროით 13.00 საათზე მოხდა.

Uber-ი ტაქსის ამერიკული კერძო კომპანიაა.

banner
წინა სტატიაშიგაერო რუსეთისგან ციხეებში პატიმრების წამების შეწყვეტას მოითხოვს
შემდეგი სტატიაუკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ბავშვების ყველაზე უცნაური სახელები გამოაქვეყნა