აბაშის სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო

აბაშის სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არცერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე, როგორც უწყებაში განმარტავენ, გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

„პრევენციის მიზნით, სოფლებში წყემსა და ზანათში რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშილავროვმა პომპეოსთან ახალ სანქციებზე დაიჩივლა
შემდეგი სტატიაგაერო რუსეთისგან ციხეებში პატიმრების წამების შეწყვეტას მოითხოვს