გაერო აღმოსავლეთ ალეპოში სირიელების დაბრუნებაზე საუბრობს

გაეროს მონაცემებით, უკანასკნელი დღეების მანძილზე ალეპოში, ხანანოს რაიონში 2,2 ათასი ოჯახი დაბრუნდა, ხალხი ქალაქის სხვა კვარტლებშიც ბრუნდება. ძალადობის გარეშე რამდენიმე დღემ უზარმაზარი ცვლილებები მოიტანა – სირიის საკითხებში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა საიად მალიკმა განაცხადა.
“იარაღი გაჩუმდა და ბავშვებმა თამაში დაიწყეს, ეს ყველაფერი დამაიმედებელია” – თქვა მალიკმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ალეპო ნანგრევებად არის ქცეული. ქალაქს ასადის არმია აკონტროლებს და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსაც ქალაქის ყოველ კუთხეში მისვლის საშუალება აქვთ – ხაზგასმით თქვა მალიკმა.

banner
წინა სტატიაშინავთობ Brent-ის ფასმა 56,75 დოლარი შეადგინა
შემდეგი სტატიალარი მკვეთრად გაუფასურდა