გადაწყვეტილებაში არის რიგი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები – მურადაშვილი

თამთა მურადაშვილი

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს გადაუგზავნიან. თამთა მურადაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებაში არის რიგი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, რომლებიც არანაირ მტკიცებულებას არ ეყრდნობა:

„გადაწყვეტილებაში არის რიგი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, გარდა გადაწყვეტილებისა განჩინებებზე გვაქვს უარი. მაგალითად ვთვლით, რომ აცილებებთან დაკავშირებით სასამართლომ ფაქტობრივად მკვდარ ნორმად გამოაცხადა, საპროცესო კოდექსისი ის ნორმა, რომელიც საკმარისი საფუძველი იყო აცილებისათვის. ამ გადაწყვეტილებით ვფიქრობთ, რომ საერთოდ ყველას მოესპო საშუალება, რომ ოდესმე დააყენოს მოსამართლის აცილების საკითხი.

ფაქტობრივად დიდმა პალატამ სრულად წაართვა ყველას უფლება, რომ თუ ის თვლის, რომ არსებობს ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობაში, გამოიყენოს ეს ნორმა, რაც კატასტროფულია და კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაა,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ეს შენ გეხებას” წევრები მოსმენების კანონთან დაკავშირებით დღეს ომბუდსმენს შეხვდებიან
შემდეგი სტატიაარა ჩადებას! – აქცია დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გაიამართება