“ეს შენ გეხებას” წევრები მოსმენების კანონთან დაკავშირებით დღეს ომბუდსმენს შეხვდებიან

ეს შენ გეხება კამპანიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მოსმენების კანონთან დაკავშირებით დღეს სახალხო დამცველს შეხვდებიან. ისინი ობმუდსმენს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას სახალხო დამცველიც აპირებს, თუმცა ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი ომბუდსმენი დამოუკიდებელად მიმართავს ინსტანციას თუ სამოქალაქო სექტორთან ერთად. ეს სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა.

“სახალხო დამცველის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილება ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე შესრულებული არ არის. პირველ რიგში ეს უკავშირდება იმ წესს, რომ ახალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც შეიქმნა, კვლავ შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში,” – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, ნათია კაციტაძე.

პარალელურად, არასამთავრობოები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გააქტიურადნენ და ხელი მოაწერონ სარჩელის ელექტრონულ ვერსიას. ხელმოწერა 6 აპრილამდე შეეძლებათ, რის შემდეგაც კამპანია ეს შენ გეხება სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს.

banner
წინა სტატიაშივინ არიან საბჭოთა ტიპის “ბუფეტჩიკ-ბუფეტშიცები”
შემდეგი სტატიაგადაწყვეტილებაში არის რიგი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები – მურადაშვილი