არა ჩადებას! – აქცია დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გაიამართება

არა ჩადებას! – ამ ლოზუნგით აქცია დღეს ქუთაისში გაიმართება. აქციის მონაწილეები იმ ნარკოპოლიტიკას და მკაცრ კანონს გააპროტესტებენ, რაც დრეისათვის საქართველოშია განსაზღვრული, ასევე პროტესტს გამოხატავენ ბოლო პერიოდში ნარკოტიკული საშუალებების ჩადებით სამართალდამცველების მიერ მოქალაქეების დაკავებას.

“ხელისფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მოძრაობა არა ჩადებას ყოფილიყო დემორალიზებული, მათ შორის ჩემი მეგობრის ცემის ფაქტი ამის ერთერთი დადასტურებაა,” – აცხადებს ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე.

აქციის ორგანოზატორთა თქმით, ეს იქნება გზავნილი ხელისფულებისადმი:

“ერთხელ და სამუდამოდ ეს აქილევსის ქუსლი, რომელიც სახელმწიფოს აქვს ჩადებების სახით პრობლემად და რომელიც ზოგადად, მთელი საზოგადოების პრობლემაა, ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს,” – განაცხადა სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

banner
წინა სტატიაშიგადაწყვეტილებაში არის რიგი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები – მურადაშვილი
შემდეგი სტატიაპრემიერთან დღევანდელ თათბირზე გადაწყდება, რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში