გადადგეს “ყაზტრანსგაზის” გენერალური დირექტორი და შეიქმნას საბჭო – ალეკო ელისაშვილი კომპანიის ოფისთან აქციებს იწყებს

„ყაზტრანსგაზის“ გენერალური დირექტორის გადადგომისა და კომპანიაში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის მოთხოვნით გაზგამანაწილებელი კომპანიის სათაო ოფისთან აქცია გაიმართება.

დიდი დიღმის ტრაგედიის შემდეგ “სამოქალაქო საზოგადოება” თვლის, რომ ხელისუფლებას, ისევე, როგორც კომპანიას მსგავსი შემთხვევების მომავალში თავიდან ასაცილებლად არაფერი გაუკეთებია და არ შეიძლება ეს რეაგირების გარეშე დარჩეს.

ორგანიზაციის დამფუძნებლის ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

„შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო , ამ საბჭოს წინაშე იქნება ახალი ხელმძღვანელობა და ახალი მენეჯმენტი ანგარიშვალდებული. სანამ ეს პირობები არ შესრულდება ჩვენ არ შევწყვეტთ აქციებს,“-ამბობს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: “ადვოკატს არ წარუდგენია გეგმა ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით”
შემდეგი სტატიაგახმაურებული ძალადობის ფაქტები – საია ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებული საქმეების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს