გახმაურებული ძალადობის ფაქტები – საია ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებული საქმეების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებული საქმეების ობიექტურ და დროულ გამოძიებას ითხოვენ.

გეგა გეგეშიძისა და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებასთან დაკავშირებით საია თვითმხილველების მუქარისა და ზეწოლის საფრთხეზე საუბრობს.

გავრცელებულ განცხადებაში “ახალგაზრდა იურისტები” სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის გარდა ყურადღებას ამახვილებენ ერთი წლის წინ, ფედერაციის გენერალურ მდივან გოჩა ჩორგოლიანზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე, ასევე “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ, დავით ერაძეზე განხორციელებული თავდასხმისა და ე.წ. კორცხელის საქმეებზე.

„მიგვაჩნია, რომ თუკი ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არ იქნება წარმართული ეს პროცესი სათანადო წესით,ეს ერთგვარად შეიძლება გახდეს წამახალისებელი სხვა მსგავსი ტიპის შემთხვევების დროს, ეს იქნება ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებული პირები თუ სხვა პირები, რომ მათი მხრიდან კანონის დარღვევა სათანადო წესით არ იყოს დასჯილი,“-ამბობს სულხან სალაძე.

banner
წინა სტატიაშიგადადგეს “ყაზტრანსგაზის” გენერალური დირექტორი და შეიქმნას საბჭო – ალეკო ელისაშვილი კომპანიის ოფისთან აქციებს იწყებს
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ენმ-მ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა