პროკურატურა: “ადვოკატს არ წარუდგენია გეგმა ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით”

1991 წლის 31 მარტს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველ ადვოკატ ამირან გიგუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავარმა საგამოძიებო ორგანომ განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან გამართულ შეხვედრაზე ადვოკატს არ წარუდგენია კონკრეტული გეგმა და ხედვა დამატებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

„ერთი თვის წინ, გენერალურ პროკურორთან გამართულ შეხვედრაზე, ცოტნე გამსახურდიამ და მისი ინტერესების დამცველმა მიიღეს შეთავაზება, მოემზადებინათ და წარედგინათ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესების გათვალისწინებით, დაასახელებდა კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელთა ჩატარების მიზანშეწონილობასაც თავად მიიჩნევდნენ საჭიროდ.

ამასთან, შეთანხმებისამებრ, ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.

პროკურატურა განაგრძობს მუშაობას საქართველოს ექსპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის როგორც დაზარალებულის ოჯახს, ასევე საზოგადოებას“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ახლა მიფრთხილდით!…” – ბესელია მასთან დაპირირისპირებულ “ქართულ ოცნების” წევრებს მიმართავს
შემდეგი სტატიაგადადგეს “ყაზტრანსგაზის” გენერალური დირექტორი და შეიქმნას საბჭო – ალეკო ელისაშვილი კომპანიის ოფისთან აქციებს იწყებს