გაბუნია – მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში მონაწილე გუნდის მიერ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა მიუღებელია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მონაწილეობდა მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში, საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელს ცრუ ჩვენება მისცა.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა მიუღებელია. ამასთან, როგორც გაბუნიამ განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო მუშაობას გააგრძელებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მონაწილეობდა ჩვენი კოლეგა-ექთნის შემთხვევის მართვაში, ინფორმაცია, რაც მისცა სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე მარეგულირებელს, აღმოჩნდა, რომ იყო არასწორი და არ ასახავდა იმ რეალურ სურათს, რაც მოხდა კლინიკაში. ასეთი ცრუ ჩვენება, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით, სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, თავის მხრივ, რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას, რათა დადგინდეს რეალური ფაქტები. ამის მიხედვით უკვე ექსპერტების მოკვლევის მიხედვით საფუძველი გვექნება, ვიმსჯელოთ, მოხდა თუ არა საექიმო შეცდომა ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსი გამართეს
შემდეგი სტატიაკონდახაშვილი – ნიკა მელიას პატიმრობა უნდა შეწყდეს