მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსი გამართეს

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქტივისტებს მიტანილი ჰქონდათ ფლაერები წარწერით – „ივანიშვილი-გავრილოვის სამართლის კოდექსი“.

მოძრაობის წევრებს სახეზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების გამოსახულებიანი ნიღბები ეკეთათ.

როგორც „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ფარულავამ განაცხადა, ეს „პერფორმანსი ემსახურება იმის დემონსტრაციას, რომ საქართველოში ყველაფერი მოქმედებს გავრილოვ-ივანიშვილის დაკვეთით“.

„გავრილოვის დაკვეთით დააკავეს ნიკა მელია და სწორედ გავრილოვის ჩამოყვანის შემდეგ დაიწყო ის რეპრესიული პროცესები, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშიდავით თელია – ვაქცინაცია იქნება გარანტი, რომ ძველ, ბედნიერ და კარგ ცხოვრებას დავუბრუნდეთ
შემდეგი სტატიაგაბუნია – მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში მონაწილე გუნდის მიერ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა მიუღებელია