კონდახაშვილი – ნიკა მელიას პატიმრობა უნდა შეწყდეს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობა უნდა შეწყდეს და ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ შეიძლება მიიღოს.

“ჩვენი პოზიციაა რა თქმა უნდა, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ყველანაირი სახის აღკვეთი ღონისძიება გაუქმდეს და შეწყდეს მისი პატიმრობა. სასამართლო მომავალ პროცესზე, უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ვინაიდან ეს არის 13 აპრილს ჩანიშნული და ძალიან მცირე დრო არის 17 აპრილამდე, სასამართლო შემდეგ არსებით სხდომაზე იმსჯელებს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს, ამ პროცესს დაესწრება ბრალდებული ნიკა მელია, თუ სასამართლო დარჩება სამართლებრივ სივრცეში მას აუცილებლად მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება”, – თქვა გიორგი კონდახაშვილმა.

მისივე თქმით, პატიმრობა მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და არ აქვს იმედი, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. კონდახაშვილს უჭირს პროგნოზის გაკეთება, რადგან სასამართლო ხელისუფლების დირექტივებით იმართება.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში მონაწილე გუნდის მიერ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა მიუღებელია
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე – თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, ეს დამატებით სივრცეს გააჩენს მოლაპარაკებისთვის