გაბუნია – დღეს ჩვენ ქვეყანაში უკვე გვაქვს „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა

მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩინეთის სახელმწიფოს და საელჩოს მიმართ, რომელმაც არსებითი დახმარება გაგვიწია ჩინურ მწარმოებლებთან დახმარების პოროცესში. შედეგად, დღეს ჩვენ ქვეყანაში უკვე გვაქვს „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია, რისი დასტურიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მოსალოდნელი ავტორიზაცია იქნება.

„ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია, ამისი დასტური იქნება მოსალოდნელი ავტორიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. თუმცა, ამისი დასტური უკვე გახლავთ ის მზარდი რაოდენობა ქვეყნების და მილიონობით ადამიანი, რომლებმაც ამ ვაქცინით ვაქცინაცია უკვე ჩაიტარეს, რაც ქმნის ძალიან კარგ დაცვას, როგორც მძიმე შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების, ასევე ინფექციის გავრცელების კუთხით. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის უსაფრთხო, ეფექტური განხორციელება. სამინისტროს ყველა სტრუქტურა მაქსიმალური მობილზებით გააგრძელებს მუშაობას, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს გარანტირებული ხარისხის და მისი ადმინიტრირება მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიNCDC – ჯამში აცრილია 11 603 ადამიანი, ეს ცოტაა
შემდეგი სტატიარიონის ხეობის მცველი – რაღაცნაირად მაინც მოვახერხებთ პროტესტის გაგრძელებას მიუხედავად შეზღუდვებისა