NCDC – ჯამში აცრილია 11 603 ადამიანი, ეს ცოტაა

“გავაინტენსიუროთ უფრო მეტად აცრა” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 5 აპრილის დილისთვის სულ აცრილია 11 603 ადამიანი.

“დღეში საშუალოდ გვაქვს 1 000 აცრა, გარკვეული ჩავარდნა იყო ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ, ახლა ყოველდღიურად 1 000-ზე ოდნავ მეტია, მაგრამ ეს ცოტაა. ამ ეტაპზე გვჭირდება მინიმუმ 3 000 აცრა დღეში. ახლა უკვე ვაქცინა არის სამყოფი, არის ასტრაზენეკა, არის ფაიზერი და ახლა უკვე შემოგვემატა სინოფარმის ვაქცინა, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია, გავზარდოთ აცრები”. – თქვა გამყრელიძემ.

NCDC-ის დირექტორის ინფორმაციითვე, აპრილის ბოლომდე ვაქცინაციაზე ჯავშანი კიდევ 19 073 ადამიანს აქვს გაკეთებული.

“უფრო მეტია საჭირო, რომ სწრაფი ტემპებით ვიაროთ წინ”. – აღნიშნა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს
შემდეგი სტატიაგაბუნია – დღეს ჩვენ ქვეყანაში უკვე გვაქვს „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა