G7-ს ქვეყნები ერ-რიადს ხაშოგის საქმის მალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები და ევროკავშირი საუდის არაბეთს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაქრობის საქმის მალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
“ჯამალ ხაშოგის გაქრობი საქმეში დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. იმედს ვიტოვებთ, თურქეთისა და საუდის არაბეთის თანამშრომლობაზე, ასევე იმაზე, რომ სამეფო ჩაატარებს საგულდაგულო, ნდობის ღირს, გამჭვირვალე და სასწრაფო გამოძიებას” – ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში , რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ 17 ოქტომბერს გაავრცელა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბენ სალმანს ესაუბრა ტელეფონით და მან ამერიკის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ საქმის გამოძიება დაწყებულია და უახლოეს დღეებში დასრულდება. ტრამპის თქმით, სალმანი კატეგორიულად უარყოფს მომხდართან რაიმე ტიპის კავშირს.

გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლება მალე ოფიციალურად აღიარებს, The Washington Post -ის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მკვლელობას.
“სიენენიმა” საუდელ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ 15 ოქტომბრიდან ერ-რიადი განცხადების ტექსტს ამზადებს, რომელშიც ხაშოგის სიკვდილის მიზეზად დაასახელებს ჟურნალისტის გატაცების მცდელობის წარუმატებელ ოპერაციას.
ასევე, საკონსულოში ხაშოგის დაკითხვას გატაცების ოპერაციის ნაწილს უწოდებენ, რომელიც ფარულად, საუდის არაბეთის მთავრობასთან შეუთანხმებლად ჩატარდა. ამავე დროს, ერ-რიადი პასუხისგებაში მისცემს ყველას, ვინც მომხდართან კავშირშია.

ჯამალ ხაშოგი ცნობილი იყო იმით, რომ ის საუდის არაბეთს და მის მემკვიდრე პრინცს მუდმივად აკრიტიკებდა. ჟურნალისტი სტამბოლში სამეფოს საკონსულოში 2 ოქტომბერს შევიდა, სადაც მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო, მაგრამ საიდანღაც „გამოტყვრა“ ოსვალდი და მაგან მოკლა
შემდეგი სტატიაპოლონეთმა აშშ-დან თხევადი გაზის მიწოდებაზე მსხვილი კონტრაქტი გააფორმა