freedom hause-ის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას:”კარგია რომ აღელვებთ”

გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქციას freedom hause ეხმაურება: ანგარიშის ავტორი ამბობს, რომ ასეთი რეაქცია უჩვეულო არ არის. მან დაადასტურა, რომ საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

„უჩვეულო არ არის ჩვენთვის ნეგატიური რეაქციის მოსმენა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერიოზულად მიუდგნენ ისეთი ინსტიტუტების კრიტიკას, როგორც freedom hause​-ა. საქართველო კრიტიკისთვის არ გამოგვირჩევია სხვებისგან. რა შეეხება საქართველოს ოფიციალური პირების რეაქციას, კარგია რომ აღელვებთ. როდესაც ხელისუფლება ღელვას წყვეტს და ინტერესს კარგავს ასეთი ანგარიშების მიმართ ან იმის მიმართ რაც იქ წერია, ჩვენ უფრო მეტად შეშფოთებული ხვდებით,“-განაცხადა freedom hause-ის პროექტის ”ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე” დირექტორმა ნეით შენკანიმ.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ freedom hause გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მიკერძოებული და არაკომპეტენტურია.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორი, რომელიც freedom hause-ის ანგარიშის მოხსენებაზე ერთ -ერთი გამომსვლელი იყო ამბობს, რომ მიუხედავად იმ პროგრესისა რომელსაც საქართველომ მიაღწია, საჭიროა ქვეყანამ გააგრძელოს რეფორმები.

„საქართველო გამორჩეული მაგალითია როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყანა, რომელიც წარმატებით ატარებს რეფორმებს. ასეთ ძალიან ცოტაა. საქართველოც და უკრაინაც კლასის ხელმძღვანელებივით არიან. მაგრამ დღეს საქართველოს სჭირდება ინსტიტუტების რეფორმირება,“-განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორმა დენ ფრიდმა.

საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრა სენატორმა ბენ კარდინიმაც. რომელმაც თქვა, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა და დაცვა ისეთი საფრთხეებისგან როგორიც რუსეთია.
„საქართველო ჩვენი ინტერესის საგანია. საქართველოს სჭირდება დახმარება, რომ დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ისეთ ინტერვენციისგან, როგორსაც რუსეთის მხრიდან ვხედავთ,“-განაცხადა ბენ კარდინიმ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ სომხეთში მიმდინარე პროტესტი შეაფასა
შემდეგი სტატიაერევნის პროტესტი რუს ოკუპანტებსაც უპირისპირდება