აშშ-მ სომხეთში მიმდინარე პროტესტი შეაფასა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გააკეთა. “შევნიშნეთ, რომ ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში მრავალი რაოდენობის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ქუჩაში ათასობით ადამიანია გამოსული, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება დაიცვან. ყურადღებით ვაკვირდებით აქციების მიმდინარეობას ერევნის ცენტრსა და სხვა ქალაქებში” – ნათქვამია განცხადებაში.

18 აპრილს ერევნის პოლიციამ საპროტესტო აქციის 84 მონაწილე დააკავა. მათგან 30-ს ბრალი ადმინისტრაციულ დარღვევაში დასდეს – ისინი პროტოკოლის შედგენის შემდეგ გაანთავისუფლეს, დანარჩენი 54 სისხლის სამართლის დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათი საქმე საგამოძიებო ორგანოებს გადაეცათ.

დღეს ერევნის ცენტრში დემონსტრაციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, ისინი სომხეთის ექს-პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ. სარქსიანმა პრეზიდენტის პოსტი 9 აპრილს დატოვა, ის 10 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას.

banner
წინა სტატიაშიევროპაში 0 ევორიანი კუპიურა გამოჩნდა
შემდეგი სტატიაfreedom hause-ის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას:”კარგია რომ აღელვებთ”