(Foto) თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს კამპანიას!

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს კამპანიას “ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო”, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესაბას, ასევე ადამიანებისა და ცხოველების თანაარსებობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
კამპანიის ფარგლებში თბილისის ქუჩებში სკვერებსა და პარკებში განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ბანერები, რომელზეც გამოსახულია ნიშნულები თუ როგორ უნდა მოიქცეს ცხოველისპატრონი ამა თუ იმ ვითარებაში. ამ დროისთვის ბანერები უკვე განთავსებულია: ვაკის პარკის, კუს ტბის, აღმაშენებლის გამზირის, გორკის ქუჩაზე მდებარე სკვერის, მეტრო რუსთაველისა და თვისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე. ნიშნულების დადგმა გაგრძელდება დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სპეცილაური მობილური ჯგუფები განახორციელებენ პატრულირებას 24 საათის განმავლობაში და ცხოველის მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენენ ადმინისტრაციულ სამართლებრივ რეაგირებას (დაჯარიმება).
მონიტორინგის ეფექტურად განხორცილების, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვისა და მობილური ჯგუფების ოპერატიულად გადაადგილების მიზნით სააგენტომ შეიძინა სამი სკუტერი, რომლით მიმოსვლაც ვიწრო ქუჩებში, კორპუსების ეზოებსა და პარკებში გახდება გაცილებით მარტივი და მოხერხებული.

15209148_1826775547607444_783096607_n

15226349_1826775510940781_10485301_n

15240328_1826775684274097_1657499667_n

banner
წინა სტატიაშიფიდელ კასტროს და ძმის დაკრძალვაზე მისვლას არ აპირებს
შემდეგი სტატიაპატრიარქი: რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს უნდა საქართველოში დაბრუნება