ფიდელ კასტროს და ძმის დაკრძალვაზე მისვლას არ აპირებს

კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს დამ ხუანიტა კასტრომ ღრმა მწუხარება გამოთქვა ძმის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ძმის დაკრძალვაზე მისვლას არ აპირებს.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაპირებ კუბაში ძმის დაკრძალვაზე მისვლას, სიცრუეა. მე არასდროს დავბრუნდები კუნძულზე და დაკრძალვაზე მისვლასაც არ ვგეგმავ“,- განაცხადა ხუანიტა კასტრომ.
კუბის ყოფილი პრეზიდენტი და კომუნისტური რევოლუციის ლიდერი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 4 დეკემბერს დაკრძალავენ.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ფიდელ კასტრო დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა

banner
წინა სტატიაში“გამახსენდა კომკავშირის ყრილობები”- ინაშვილი მთავრობის დამტკიცებას აფასებს
შემდეგი სტატია(Foto) თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს კამპანიას!