Ford-ი რუსეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის

Ford-ი, სავარაუდოდ, რუსეთში საკუთარ ბიზნესს გაყიდის – ამის შესახებ კომპანიაში 10 იანვარს განაცხადეს. Ford-ის ევროპული ფილიალის ხელმძღვანელის სტივენ არმსტრონგის თქმით, შესაძლებელია, “მნიშვნელოვანი ცვლილებები”, მათ შორის ქარხნების ლიკვიდაცია, ათასობით თანამშრომლის შემცირება და მოდელების გადახედვა.
Ford-ი ევროპულ ბაზარზე უკვე ათ წელზე მეტია რეგრესირებს. 2006-დან 2018 წლამდე კომპანიის აქტივები 11%-ით შემცირდა. მიმდინარე მომენტში კომპანიის ევროპის ფილიალებში 53 ათასი ადამიანი მუშაობს. რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, Ford-მა, შესაძლებელია Volkswagen-თან ითანამშრომლოს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთში მალე კანაფის კულტივირებას დაიწყებენ
შემდეგი სტატიაგიორგი მუხიგულაშვილი: პარლამენტის შენობის ტერიტორიდან სასწრაფოდ მოაშორეთ კარვები