გიორგი მუხიგულაშვილი: პარლამენტის შენობის ტერიტორიდან სასწრაფოდ მოაშორეთ კარვები

“პარლამენტის წინ მდებარე აქციიდან სავარაუდოდ H 1 N 1 ის ტიპის ვირუსით დაავადებულები  საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შუა ქალაქის ცენტრში ეპიდემია მძვინვარებს და ჯანდაცვის სამინისტრო სადაა ამ დროს?
აქციის მონაწილეები თვეების განმავლობაში არიან იქ და იმუნიტეტის ნატამალი არ ააქვთ.

ეჭვი იმისა რომ პარლამენტის შენობის ტერიტორია იქცეს ვირუსის კერად დიდია. აქედან გამომდინარე დაავადების კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდებ მოახდინოს აქციის მონაწილეების სტაციონარული მკურნალობა.

სასწრაფოდ მოაშორეთ კარვები რათა იქ მყოფ სხვა მოქალაქეებს და გამვლელებს თავიდან აარიდოთ ვირუსით დაავადება !
სასწრაფოდ დაშალეთ კარვები და მოახდინეთ მიდამოს დეზინფიცირება

აქციის ადგილი უკვე იქცა ვირუსულ კერად!”-წერს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი

banner
წინა სტატიაშიFord-ი რუსეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის
შემდეგი სტატიაპრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ექიმის დანიშნულებით, „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს