აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ბევრი მაღალჩინოსანი ჰილარი კლინტონის დამარცხებით გახარებულია და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს კლინტონებისთვის “ორმო იქნება” – Financial Times-ი წერს.
დემოკრატების ექსპერტის თქმით, რომელიც ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში მუშაობდა, “ყველა, ვინც დამარცხებაში კომას (გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც ჰილარი კლინტონის ელექტონული ფოსტის გამოძიებას აწარმოებდა) ადანაშაულებს, თავს იტყუებს. საქმე კომაში არ არის. ხალხს იმ მთავრობისა და პარტიის მიმართ ბრაზი დაუგროვდა, რომელიც ქვეყანას გასული წლები მართავდა და ეს ბრაზი უნდა გამოეშვათ” – თვლის ექსპერტი.
გამოცემის მიერ გამოიკითხა დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნები, რომლებიც კლინტონის მაგივრად თავიანთი წარმომადგენლების კანდიდატურის წამოყენებას აპირებენ.
“მე ახალ შესაძლებლობებს ვხედავ. დროა კლინტონებისგან განვთავისუფლდეთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ” – გაზეთი ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ციტირებს.