FACEBOOK-მა წაშალა გვერდი Bidzina Ivanishvili & Media

სხვა სახელისუფლებო გვერდებთან ერთად, ფეისბუქმა Bidzina ivanishvili & media-ც წაშალა. ანგარიში აღარ იძებნება.

Bidzina ivanishvili & media ფეისბუქზე რამდენიმე წლის წინ დარეგისტრირდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური იყო. გვერდზე, უმეტესად, პირდაპირ ქართული ოცნების წარმომადგენლების მოსაზრებებსა თუ პარტიის სარეკლამო შინაარსის პოსტერებს აქვეყნებდნენ, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ვიდეო მიმართვებს, სიტყვით გამოსვლებსა და ინტერვიუებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მკვლევარი, შოთა ნარსია ფეისბუქზე წერს, რომ გვერდი 20 დეკემბერს, სხვა ქართულ ცრუ ანგარიშებთან ერთად გაუქმდა. სწორედ ISFED-ია ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელთანაც ფეისბუქს ქართული გვერდების წაშლის შემდეგ კომუნიკაცია ჰქონდა.

“ფეისბუკმა ასევე წაშალა 2011 წლიდან მოქმედი გვერდი – “Bidzina Ivanishvili & Media”. მოცემულ გვერდს გაუქმებამდე 19 ადმინი მართავდა. ამ გვერდის გაუქმება ნიშნავს, რომ იგი კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებაში იყო ჩართული და იმავე პირების მიერ(აც) იმართებოდა, რომლებიც ფეისბუკზე ანონიმურად მოქმედ გვერდებს უწევდნენ ადმინისტრირებას”, – წერს ნარსია.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობის ხმაურიანი დაბრუნება ამბიონზე – მიტროპოლიტმა პირველი ქადაგება ხელისუფლებისა და ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო
შემდეგი სტატიაანა ჯაბაურის თქმით,პეტრე ყუფარაძის მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა გამორიცხულია