ანა ჯაბაურის თქმით,პეტრე ყუფარაძის მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა გამორიცხულია

პეტრე ყუფარაძეს, ეს არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.

როგორც ანა ჯაბაურმა აღნიშნა, ის საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არის მეზობელი.

„დღეს იქნება სასამართლო პროცესი, გავრცელდა რამდენიმე ვერსია, რაც წავიკითხე რაღაც ზღაპრებს გავს. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ სახლიდან გავაცილე და ცოტა ხანში მოხდა ეს, ჭიშკართან ეყარა ნივთები და სისხლიც იქ იყო.

რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, ეს არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ პეტრე იყო, მხოლოდ შეეცდებოდა გადაფარებოდა ცოტნეს. ამას ნამდვილად ვიტყვი, სხვა ადამიანებს მე არ ვიცნობ, ერთ-ერთი არის მეზობელი.

ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. ალბათ, სამ-ოთხ დღეში კიდევ განმეორებით კომპიუტერულ ტომოგრაფიას როდესაც გააკეთებენ, იქ გაირკვევა საბოლოოდ, როდის გააღვიძებენ და რა მდგომარეობაა“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

banner
წინა სტატიაშიFACEBOOK-მა წაშალა გვერდი Bidzina Ivanishvili & Media
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი „ლელოს“ ყრილობაზე – გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად