ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თურქეთს დამნაშავეების ევროპული სტანდარტებით დასჯისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბერნ იაგლანდმა განაცხადა, რომ თურქეთმა პასუხისგებაში უნდა მისცეს ყველა, ვინც იდგა 15-16 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან. ამასთანავე, იაგლანდმა ნახი გაუსვა იმას, რომ ანკარამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის უზენაესობით უნდა იხელმძღვანელოს – თქვა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, მევლუდ ჩავუშოღლუსთან ერთად ჩაატარა.

ტურბერნ იაგლანდი თურქეთში დღეს, 3 აგვისტოს ჩაფრინდა. ის პირველი ევროპელი ჩინოვნიკია, რომელიც თურქეთს მოიმდინარე მოვლენების შემდეგ ეწვია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 246 ადამიანი ემსხვერპლა (მათ შორის ამბოხებულები არ ითვლება). პუტჩის მცდელობის შემდეგ დაკავებული ან თანამდებობიდან დროებით გადაყენებულია 60 ათასამდე თურქეთის მოქალაქე.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს
შემდეგი სტატიავალერი კვარაცხელიას მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, სუს-მა შს სამინისტროს მიმართა