“თავისუფალი დემოკრატების” საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს

თავისუფალი დემოკრატები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ და მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს პირად კონტროლზე აიყვანონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრივ იმიჯს საფრთხე ემუქრება.

“ასეთი რამ გაუგონარია, ჯერ არ ყოფილა, რომ მოსამართლეები არ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პირად კონტროლზე აიყვანონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, რადგან ეს სცდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეს და ურტყამს პირდაპირ ქვეყნის დემოკრატიულ და სახლმწიფოებრივ იმიჯს.

“კონსტიტუციური რევოლუცია მოახდინა სწორედ ქართულმა ოცნებამ, რომელმაც დაიმორჩილა ჯერ საერთო სასამართლოები და ჩააბარა ლევან მურუსიძეს. ამით დაარღვია კონსტიტუცია და დამოუკიდებელის ნაცვლად, მივიღეთ მორჩილი სასამართლო, ახლა კონსტიტუციურ რევოლუციას უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ისევე იმორჩილებენ, როგორც დაიმორჩილეს პირველი ინსტანციის სასამართლო,”- აცხადებს ნინო გოგუაძე.

ადვოკატი ლევან სამუშია კი ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.

“ეს მოსამართლეები იმყოფებიან ზეწოლის, პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ეს ადამიანები კონკრეტული საკონსტიტუციო სარჩელის მართლმსაჯულების განხორციელებაზე მიზანმიმართულად ამბობენ უარს,”- განაცხადა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ აღიარა, რომ პოროშენკოსადმი სიმპათიები არ გააჩნია
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს გენერალური მდივანი თურქეთს დამნაშავეების ევროპული სტანდარტებით დასჯისკენ მოუწოდებს