ვალერი კვარაცხელიას მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, სუს-მა შს სამინისტროს მიმართა

news
ავტ.: news აგვისტო 3, 2016 18:06

ვალერი კვარაცხელიას მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, სუს-მა შს სამინისტროს მიმართა

„სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარის, ვალერი კვარაცხელიას მიერ თელავში დაგეგმილი ღონისძიების გამო, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა შს სამინისტროს მიმართა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, საქართველოს კანონით (“თავისუფლების ქარტი“) განსაზღვრულმა კომისიამ წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა, გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.

„კომისია მიმართავს შსს-ს, საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები. კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთოხების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

news
ავტ.: news აგვისტო 3, 2016 18:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics