ევროსაბჭომ ანტი-რუსული სანქციები ოფიციალურად 6 თვით გააგრძელა

ევროსაბჭომ ანტი-რუსული სანქციები ოფიციალურად 6 თვით გააგრძელა

ევროსაბჭომ ანტი-რუსული სანქციები ოფიციალურად 6 თვით გააგრძელაევროკავშირის საბჭომ მოსკოვთან დაკავშირებული სანქციები 6 თვით, 2016 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა – ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული ინსტიტუტის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
გადაწყვეტილება ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის მიერ იქნა მიღებული და ძალაში 22 დეკემბერს შევა.

ამასთანავე, დიპლომატიური წრეები არ გამორიცხავენ იმას, რომ სანქციები უკანასკნელად გაგრძელდა – ევროკავშირის ბევრი ქვეყანა რუსეთთან კონსტუქციულ დიალოგს ითხოვს. იტალიის პრემიერმა კი განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთს სანქციებს მოუხსნის.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლის გაზაფხულზე, ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესა.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატია“არ ველოდები რომ ის იქნება საარჩევნო სიაში”- თინა ხიდაშელი ივანიშვილზე