ბელგიაში პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავეს

ბელგიაში პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავეს

ბელგიაში პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავესბელგიის პოლიციამ პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა – ამის შესახებ დღეს ავრცელებს ინფორმაციას “როიტერსი”.
დაკავება გუშინ გვიან ღამით მოხდა. სამართალდამცველებმა ბრიუსელის ცენტრში დანსარტის რაიონში ჩაატარეს ოპერაცია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ სახლში დააკავეს ორი ძმა და მათი ერთი მეგობარი. მათი კვალი სატელეფონო ანალიზებიდან დაადგინეს. კიდევ ორი ეჭვმიტანილი ლაკენის რაიონში იქნა დაჭერილი.
რეიდების დროს პოლიციამ ვერ აღმოაჩინა ვერც იარაღი, ვერც ასაფეთქებლები.

პარიზის ტერაქტების სერია 14 ნოემბერს მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა და 400-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაში“მე არ მახასიათებს გაბუტვები “- რომელი ყოფილი თავდაცვის მინისტრებისგან იღებს რჩევებს თინა ხიდაშელი?
შემდეგი სტატიაევროსაბჭომ ანტი-რუსული სანქციები ოფიციალურად 6 თვით გააგრძელა