ევროსაბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს თხოვნით მიმართავს – შეწყვიტონ ძალადობა და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ.

 

„უკიდურესად შეშფოთებული ვარ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებებით და ვწუხვარ, რომ მიმდინარე მოვლენების გამო, ადამიანები დაიღუპნენ“, – აღნიშნულია აგრამუნტის მიმართვაში, რომელიც ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსნებეთ, რომ რეგიონში სიტუაცია 2 აპრილის ღამეს უკიდურესად გამწვავდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაბომბა.
აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა ასევე დასახლებული პუნქტების გვერდით ხდებოდა, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, შესაბამისი ზომებისთვის მიემართათ.
რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპირისპირო ბრალოდებებს უყუენებს აზერბაიჯანულ მხარეს. მათი თქმით, სარაკეტო დარტყმები არა მხოლოდ სამხედროების პოზიციების მიმართულებით, არამედ დასახლებულ პუნქტებზეც ხდებოდა.
კონფლიქტის შედეგად დაღუპულია როგორც სამხედრო, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.
banner
წინა სტატიაშიდღეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პარლამენტი შეიკრიბება
შემდეგი სტატია“ვარშავის სამიტზე MAP-ს არ ვითხოვთ”