დღეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პარლამენტი შეიკრიბება

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთებზე ბრძოლები მაინც მიმდინარეობდა არტილერიის გამოყენებით. დაშავებულებსა და დაღუპულებზე ადგილობრივი მედია ცნობებს არ ავრცელებს.

კურიერის გადამღები ჯგუფი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. კურიერის კორესპონდენტის ინფორმციით, დღეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პარლამენტი შეიკრიბება, რომელიც საგანგებო განცხადებას მოამზადებს.

სტეფანეკერტში დღეს დილიდან მოხალისეთა რაზმებმა დაიწყეს ჩასვლა, ვეტერანებიც ჩავიდნენ, რომლებიც 90-იან წლებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

კურიერის კორესპონდენტის თქმით, მედიას თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვს, მათ მხოლოდ უშიშროების სამსახურის ორგანიზებით მოწყობილ ტურებში აქვთ საშუალება, რომ მივიდნენ ფრონტის წინა ხაზზე და არსებული ვითარება დააფიქსირონ.

წყარო: http://rustavi2.com/ka/news/43481

banner
წინა სტატიაში“გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია”
შემდეგი სტატიაევროსაბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს