„ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა

პარტია „ევროპულმა საქართველომ” 2018 საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი ქუთაისში, სპორტის სასახლეში წარადგინა.

დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. 2008-2012 წლებში კი, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ჩვენ ვიბრძოლებთ დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად