„ევროპული საქართველოს“ წევრი – ყიზილაჯლოში, N 49-ე საარჩევნო უბანი პროცედურული დარღვევებით გაიხსნა

ყიზილაჯლოში, N 49-ე საარჩევნო უბანი პროცედურული დარღვევებით გაიხსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ განუცხადა. მისი თქმით, საარჩევნო პროცედურების ჩატარებაში ხელს უშლიდა „ქართული ოცნების” საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი, რომელიც მაჟორიტარია ყიზილაჯლოში.

როგორც ის აღნიშნავს, ჩოიდაროვი საია-ს დამკვირვებლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა და დასძენს, რომ აღნიშნული დეპუტატი ამ საარჩევნო უბანზე საფრთხეს წარმოადგენს.

„ყიზილაჯლოში 49-ე საარჩევნო უბანზე არ ჩატარდა ფუნქციების გადანაწილება, ანუ წილისყრა. არ გამოვლინდა რეგისტრატორები, ნაკადის მარეგულირებელი. უბანი გაიხსნა, მაგრამ პროცედურული დარღვევებით დაიწყო. საია-ს დამკვირვებელს არ ეძლეოდა დაკვირვების საშუალება.

საარჩევნო პროცედურების ჩატარებაში ხელს უშლიდა „ქართული ოცნების” საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი, რომელიც მაჟორიტარია ყიზილაჯლოში.

ის, მისი ქმედებით ხელს უშლიდა საოლქო საარჩევნო კომისიას პროცედურების ჩატარებაში, ერეოდა კომისიის ფუნქციებში, მითითებებს აძლევდა, ვის რა უნდა ეკეთებინა, რისი უფლებაც არ აქვს.

ჯეიხუნ ჩოიდაროვი წარმოადგენს საფრთხეს აღნიშნულ უბანზე და მთელი დღის განმავლობაში შეეცდება რაღაც მსგავსის განხორციელებას”, – აცხადებს დონაძე.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, მას პოლიტიკური აქტიურობის გამო დაემუქრნენ
შემდეგი სტატიასაავადმყოფოში არსებული დავალიანებების ჩამოწერა ხმების სანაცვლოდ – კანონდარღვევა სამეგრელოში