გურჯაანში „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, მას პოლიტიკური აქტიურობის გამო დაემუქრნენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წუხელ ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელის მიხეილ ზალუაშვილის ინფორმაციით, მას რამდენიმე პირმა გზა გადაუკეტა, როდესაც მეუღლესთან ერთად სოფლის აფთიაქში გადაადგილდებოდა.

ზალუაშვილის თქმით, მას პოლიტიკური აქტიურობის გამო დაემუქრნენ და შესაშინებლად მანქანაში ჩასმა სცადეს.

„აფთიაქში მივდიოდით მე და ჩემი მეუღლე. 10- მდე პირმა გზა გადაგვიკეტა. ცდილობდნენ მანქანაში ჩავესვი და შევეშინებინე. მითხრეს, რომ საარჩევნო პროცესს ჩამოვშორებოდი. ეს არის მცდელობა, რომ ჩვენ არ მივიდეთ საარჩევნო უბანზე“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა მიხეილ ზალუაშვილმა.

ოპოზიციონერები მომხდარში მმართველ გუნდს ადანაშაულებენ. მათივე თქმით, „ქართული ოცნება” პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე გაღიზიანებულია და იძულებით ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას.

banner
წინა სტატიაშიპირველი ამომრჩევლის ხმა და პირველი საჩივარი ქუთაისის N28 საარჩვნო უბანზე
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ წევრი – ყიზილაჯლოში, N 49-ე საარჩევნო უბანი პროცედურული დარღვევებით გაიხსნა