საავადმყოფოში არსებული დავალიანებების ჩამოწერა ხმების სანაცვლოდ – კანონდარღვევა სამეგრელოში

იმ პაციენტებს, მათ შორის დევნილებს, რომლებსაც ზუგდიდის საავადმყოფოში დავალიანება აქვთ დარჩენილი – არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში თანხის ჩამოწერას ჰპირდებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამ რეგიონში ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტის მეორე დღეს მიიღო. მათ “ქართული ოცნების” კოორდინატორები დაუკავშირდნენ. ანალოგიური შეთავაზება მიიღეს ასევე კოორიდნატორებისგან იმ პირებმაც, ვინც ვალების ჩამოწერის პროგრამაში მოხვდა. აგიტატორები მათთან საუბრის დროს ამტკიცებდნენ, რომ სიაში მოხვედრა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ავტომატურად ნიშნავს და წინააღმდეგ შემთხვევაში შეღავათით ისინი ვერ ისარგებლებენ.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს“ წევრი – ყიზილაჯლოში, N 49-ე საარჩევნო უბანი პროცედურული დარღვევებით გაიხსნა
შემდეგი სტატია„უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თვალსაზრისით, ჩვენი მომავლის თვალსაზრისით,“ – ნიკა მელია