ევროპული საქართველო გახარიას პროგრამას არ განიხილავს, შეკითხვები მხოლოდ 20 ივნისს შეეხება

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2019 16:56

ევროპული საქართველო გახარიას პროგრამას არ განიხილავს, შეკითხვები მხოლოდ 20 ივნისს შეეხება

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატები ევროპული საქართველოს ფრაქციების შეკითხვებს პასუხობენ.

ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებით, კითხვები არ შეეხება მთავრობის პროგრამას, რადგან, სერგი კაპანაძის თქმით, “ეს ერთ დღეში დაწერილი დოკუმენტია”. დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეხვედრას აკეთებენ მხოლოდ იმ ადამიანების პატივისცემის გამო, რომლებიც 80 დღეა რუსთაველზე დგანან და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გიორგი გახარიას პატივს სცემენ ან პროფესიულად, ან ადამიანურად.

“ჩვენ არ ვაპირებთ გახარიას გუნდთან მათ ვითომ პროგრამაზე საუბარს, მით უმეტეს, რომ ეს არ არის სერიოზული პროგრამა, ერთ დღეში დაწერილი რაღაც დოკუმენტია, რომელიც პოლიტიკური ვითარების გამო იქნა წარმოდგენილი. პოლიტიკური ვითარება არის ის, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საზოგადოება გამოიწვიოს იმ შინაგან საქმეთა მინისტრის დაწინაურებით, რომელიც არის პასუხისმგებელი ახალგაზრდების თავლის დათხრაზე და გავრილოვის ღამეზე.

შესაბამისად, მთავრობის და პროგრამის განხილვა აქ არის არასერიოზული. ჩვენ ამ შეხვედრას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ბატონ გახარიას ან პროფესიულად, ან ადამიანურად. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თავი გამოავლინა და რაც გააკეთა, როგორც ჯალათმა 20 ივნისს, ეს პირდაპირ მინდა დავაფიქსირო. ამ შეხვედრას ჩვენ ვატარებთ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც 80 დღის განმავლობაში აპრტესტებენ იმას, რაც მოხდა 20 ივნისს და გააჩნიათ კონკრეტული კითხვები”, – თქვა სერგი კაპანაძემ შეხვედრის დაწყებისას.

კაპანაძე სხდომის წამყვანია და მისი თქმით, შეხვედრის ფორმატი არ იქნება ისეთი, როგორიც პროგრამის განხილვის დროს, რადგან კითხვები მხოლოდ 20 ივნისს შეეხება. დეპუტატმა თქმა, რომ გიორგი გახარიაც და დეპუტატებიც კითხვა-პასუხის რეჟიმში ადგილიდან იქნებიან, გახარიას ტრიბუნასთან გამოსვლის გარეშე.

ამის საპასუხოდ, გახარიამ თქვა:

“​თუ შეიძლება, თქვენის ნებართვით, თქვენი, ამომრჩევლების, მაყურებლების, დეპუტატების პატივისცემის მიზნით, მინდა გთხოვოთ, ნება დამრთოთ, დავდგე ტრიბუნასთან. თუ შეიძლება”.

შემდეგ პრემიერმინისტრობის კანდიდატი ადგა და ტრიბუნასთან მივიდა.

სერგი კაპანაძემ მას განუმარტა, რომ მისი შეთავაზებული ფორმატი უკეთესია, რადგან კითხვა-პასუხია, თუმცა დასძინა:

“თუ ძალიან გინდათ რომ აქ იდგეთ, კი ბატონო, აქ იდექით”.

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2019 16:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics