ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას მაკო გომურის კითხვა წაუკითხა, გახარიამ არ უპასუხა

ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ ფრაქციის სხდომაზე პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მაკო გომურის კითხვა წაუკითხა.

“რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავთ, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს, მართოს მთელი სისტემა?. და კიდევ, გადაცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა”.

პასუხად გახარიამ თქვა:

“ეს კითხვა არ ყოფილა, ეს შეფასება იყო. მადლობა, მადლობა შეფასებისთვის”.
20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო.

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის წარმომადგენელი-ერგნეთში შეხვედრაზე პოზიციები განსხვავებული იყო,შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული
შემდეგი სტატიაევროპული საქართველო გახარიას პროგრამას არ განიხილავს, შეკითხვები მხოლოდ 20 ივნისს შეეხება