„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, „ღირსების მარშს“ შეუერთდება

„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, „ღირსების მარშს“ შეუერთდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“ღირსების მარშის” მხარდაჭერა პრინციპული საკითხია. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა.

ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.

ეს არა მხოლოდ ამ უმცირესობების, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინისტურია და საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება.

ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ისინი“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისი პრაიდის აკრძალვის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიდა
შემდეგი სტატიათაბაგარი – საპატრიარქოს განცხადების დამწერებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან