თბილისი პრაიდის აკრძალვის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისი პრაიდის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შევიდა. ცნობილი ხდება, რომ სარჩელი ბავშვების სახელითაა შესული და ის პრაიდის დღის საათებში, ბავშვებისთვის ხელმოსაწვდომ ადგილებში აკრძალვას ითვალისწინებს.

მოსარჩელე ბავშვთა კონვენციასა და ბავშვების შესახებ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ეყრდნობა. ამბობს, რომ საქართველოში ბავშვის ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე გამოხატვის თავისუფლება.

სარჩელი სასამართლოში 29 ივნისს შევიდა და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იყო პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების აკრძალვა. სარჩელი თავდაპირველად სასამართლომ დაახარვეზა,მ თუმცა ის ახლა ისევ სამართალწარმოებაშია ჩაშვებული.

banner
წინა სტატიაში„თანასწორობის მოძრაობა“​ – საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს „სოლიდარობის მარშში“ მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისკენ
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, „ღირსების მარშს“ შეუერთდება